მუშაობის პრინციპი
გაუშვით საკუთარი VPN და აკონტროლეთ თქვენი ინტერნეტის ტრაფიკი
Outline აუმჯობესებს ტრადიციული VPN-ის მოდელს იმგვარად, რომ ნებისმიერს გაუმარტივოს საკუთარი VPN-ის შექმნა.
ტრადიციული VPN-ები
ტრადიციული VPN-ები ხშირად ადვილად დასაბლოკია, რადგან მათი აღმოჩენა ადვილია.
როდესაც VPN-ს იყენებთ, თქვენი ტრაფიკი ანონიმურია, მაგრამ უსაფრთხოების გარკვეული პროტოკოლები, რომლებიც გამოიყენება პოპულარული VPN-ების მიერ, იყენებს უნიკალურ კრიპტოგრაფიულ ხელმოწერებს, რომლებიც ადვილად ამოიცნობა და იბლოკება.
როდესაც თქვენს მოწყობილობას ტრადიციულ VPN-ს უკავშირებთ, თქვენი ტრაფიკი ადვილი აღმოსაჩენია, რადგან მსგავსი ტრაფიკის მოცულობა აადვილებს სერვერის პოვნას და დაბლოკვას.
Outline
Outline მუშაობს, როდესაც სხვა VPN-ები იბლოკება, და რეზისტენტულია ცენზურის დახვეწილი ფორმების მიმართ, როგორიცაა ქსელზე დაფუძნებული დაბლოკვა ან IP-ის დაბლოკვა.
Outline უფრო მდგრადია, რადგან აგებულია პროტოკოლის გამოყენებით, რომელიც შექმნილია იმგვარად, რომ არის ძნელად აღმოსაჩენი და, შესაბამისად, უფრო რთულად იბლოკება.
პირადად გაუზიარეთ თქვენს სერვერზე წვდომა ადამიანთა სანდო ჯგუფს. რაც ნაკლები ადამიანია დაკავშირებული თქვენს სერვერთან, ეს ნიშნავს, რომ სერვერი უფრო ძნელად აღმოსაჩენია და მისი კონფიდენციალურობის შენარჩუნება უფრო ადვილია.
Outline აგებულია თქვენი კონფიდენციალურობის გათვალისწინებით.
ის არასდროს აღრიცხავს თქვენს ტრაფიკს და არ ადევნებს თვალს თქვენს ინტერნეტის გამოყენებას.
Outline Manager-ის ჩამოტვირთვა Outline-ის კლიენტის ჩამოტვირთვა