წარმოგიდგენთ Outline SDK-ს – მოწინავე სტრატეგიებს ქსელზე მავნე ზემოქმედებისგან თავის დასაცავად შეიტყვეთ მეტი

დაწყება

ორი პროდუქტი, რომელიც ერთობლივად მუშაობს

Outline შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული პროდუქტისგან, რომელიც ერთობლივად მუშაობს, რათა თქვენ და თქვენს საზოგადოებას მოგაწოდოთ უწყვეტი წვდომა ინტერნეტზე.

Step 1

დაიწყეთ Outline Manager-ით

დააყენეთ თქვენი სერვერი Outline Manager-ის დესკტოპის აპლიკაციიდან

Outline Manager

თქვენი სერვერის დაყენების დასაწყებად ჩამოტვირთეთ Manager-ის დესკტოპის აპლიკაცია. Outline შევქმენით ისე, რომ იმ ყველაფრის მართვა, რაც ეხება თქვენს სერვერს, ერთ წერტილში შეძლოთ. აირჩიეთ ღრუბლის სანდო პროვაიდერების სიიდან, ან შეგიძლიათ საკუთარი Linux ინფრასტრუქტურა გამოიყენოთ. მრავალი ღრუბლის პროვაიდერი გთავაზობთ გეგმებს 5 აშშ დოლარად თვეში ან ნაკლებად.

როგორც კი Manager-ს ჩამოტვირთავთ, გიკარნახებთ, აირჩიოთ, რომელ ღრუბლის პროვაიდერზე გსურთ თქვენი სერვერის გაშვება. აირჩიეთ რამდენიმე ყველაზე სანდო პროვაიდერიდან, როგორიცაა Digital Ocean, AWS ან Google Cloud. როდესაც თქვენს ღრუბლის პროვაიდერს აირჩევთ, ის გაგიძღვებათ რეგისტრაციის კონკრეტულ პროცესში, მაგრამ თქვენი სერვერის მართვას თქვენი Outline Manager-იდან შეძლებთ.

Outline გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ ადგილი, სადაც გსურთ მდებარეობდეს თქვენი სერვერი. გაიყვანეთ თქვენი ტრაფიკის მარშრუტი სინგაპურზე, გერმანიაზე ან შეერთებულ შტატებზე, სხვა მრავალ ქვეყანას შორის.

Windows Windows Windows
Linux Linux Linux
MacOS MacOS MacOS
Outline Manager-ის ჩამოტვირთვა

Step 2

წვდომის გასაღებების გენერირება

შექმენით წვდომის გასაღებები თქვენი მოწყობილობების დასაკავშირებლად და თქვენს ქსელზე წვდომის გასაზიარებლად

Outline Manager

თქვენი სერვერის დაყენების შემდეგ დააგენერირეთ უნიკალური წვდომის გასაღებები პირდაპირ Manager-ის დესკტოპის აპლიკაციიდან. Manager-ით შეგიძლიათ გაგზავნოთ მოსაწვევები თქვენს სერვერთან დასაკავშირებლად თქვენი სასურველი საკომუნიკაციო პლატფორმიდან. წვდომის გასაღებები არის თქვენი მოწყობილობების Outline Manager-თან დაკავშირებისა და თქვენი სერვერის გამოყენებით მათი დაცვის საშუალება. თითოეული წვდომის გასაღები უნიკალურია და შეიძლება იმართოს და წაიშალოს პირდაპირ თქვენი სერვერიდან. მონაცემთა ლიმიტებით შეგიძლიათ მართოთ, რამდენი გამტარუნარიანობის გამოყენების უფლება ჰქონდეს თითოეულ გასაღებს.

თქვენს სერვერთან დაკავშირება ისევე ადვილია, როგორც მოსაწვევზე დათანხმება. როდესაც დაუკავშირდებით, შეძლებთ ადვილად ჩართოთ და გამორთოთ თქვენი კავშირი აპიდან.

შეიტყვეთ მეტი წვდომის გაზიარების შესახებ

Step 3

ჩამოტვირთეთ Outline-ის კლიენტის აპი დესკტოპისა და მობილურისთვის

დაუკავშირდით თქვენი უნიკალური წვდომის გასაღების გამოყენებით

ჩამოტვირთეთ Outline-ის კლიენტის აპი App Store-იდან ან Google Play Store-იდან და დაუკავშირდით თქვენი უნიკალური წვდომის გასაღების გამოყენებით. კლიენტის აპი ხელმისაწვდომია დესკტოპისა და მობილური მოწყობილობებისთვის, ამგვარად, შეგიძლიათ ღია ინტერნეტზე წვდომა და პირადად კომუნიკაცია ნებისმიერი ადგილიდან და თქვენი ყველა მოწყობილობიდან.

როდესაც თქვენს მოწყობილობებს დააკავშირებთ, შეძლებთ თქვენს სერვერზე წვდომა გაუზიაროთ მეგობრებსა და თანამშრომლებს. დააგენერირეთ უნიკალური წვდომის გასაღებები და გაუგზავნეთ ნებისმიერს თქვენს ქსელში, ვისაც სჭირდება გაუფილტრავი წვდომა ინტერნეტზე. მართეთ თქვენს სერვერზე წვდომა მონაცემთა ლიმიტებით, რაც გაძლევთ ვარიანტს, შეზღუდოთ გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ქსელში ვინმე ძალიან ბევრ გამტარუნარიანობას იყენებს.

Android Android Android
Windows Windows Windows
Chrome Chrome Chrome
iOS iOS iOS
Mac Mac MacOS
Linux Linux Linux
OUTLINE CLIENT-ის ჩამოტვირთვა

გამოიყენეთ ალტერნატიული ბმული. გაეცანით მოთხოვნებს კლიენტის გასაშვებად.

ვერ პოულობთ, რასაც ეძებთ?

შეამოწმეთ ჩვენი მხარდაჭერის გვერდი.

Outline-ის ხშირად დასმული შეკითხვები