ხშირად დასმული შეკითხვები
ხშირად დასმული კითხვები
ვერ პოულობთ, რასაც ეძებთ?
შეამოწმეთ ჩვენი დახმარების ცენტრი დამატებითი ტექნიკური დახმარებისთვის.
არა, Outline არ არის VPN. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დააყენოთ და მართოთ საკუთარი პირადი VPN სერვერი.
- Outline იყენებს შეუმჩნეველ, „ხელის ჩამორთმევის გარეშე“ პროტოკოლს, რომელიც ძნელი ამოსაცნობია იმ სტანდარტული VPN პროტოკოლებისგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად ამოიცნობა და იბლოკება.
- წვდომის პირადი განაწილება. ეს განსხვავებულია საჯარო VPN-ებისგან, სადაც ცენზორს ადვილად შეუძლია წვდომა და იმ სერვერების სიაში შეტანა, რომელთა დაბლოკვაც სჭირდება.
- Outline-ით ადვილია სერვერის ხელახლა შექმნა, თუ ის დაიბლოკება.
წვდომის გასაღებების გენერირება შესაძლებელია მხოლოდ Outline Manager-იდან. დაუკავშირდით მას, ვინც იცით, რომ დააყენა სერვერი Outline Manager-ის გამოყენებით, ან დააყენეთ საკუთარი სერვერი და გაუგზავნეთ თქვენს თავს წვდომის გასაღები.
Outline აუდიტირებულია უსაფრთხოების ორი დამოუკიდებელი ფირმის მიერ. გაეცანით მათ ანგარიშებს აქ: Radically Open Security (2018 წლის მარტი, 2022 წლის დეკემბერი), Cure53 (2018 წლის დეკემბერი, 2024 წლის იანვარი).
Outline არ აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას, თუ მის მიწოდებაზე თანხმობას არ განაცხადებთ. აგრეთვე, Outline არ აგროვებს ინფორმაციას ვებსაიტების შესახებ, რომლებსაც სტუმრობთ ან მათ შესახებ, ვისთან ან რასთანაც გაქვთ კომუნიკაცია. წაიკითხეთ მეტი მონაცემების შესახებ, რომლებსაც ვაგროვებთ, შეამოწმეთ ეს მხარდაჭერის სტატია.
თუ ქმნით ან შედიხართ ღრუბლის პროვაიდერის ანგარიშში Outline Manager-იდან, ჩვენ არ მოვიპოვებთ ინფორმაციას, რომელსაც ღრუბლის პროვაიდერს მიაწვდით, როგორიცაა თქვენი ელფოსტის მისამართი, სახელი, ბილინგის ინფორმაცია და გადახდის დეტალები.
აირჩიეთ თქვენი ღრუბლის პროვაიდერი თქვენი კონკრეტული მოთხოვნებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით. Google და Amazon Web Services — ორივე სახელი ნდობით აღჭურვილია. Digital Ocean გთავაზობთ იაფ თვიურ ტარიფებს და ბევრი მომხმარებლის მოხსენების თანახმად, ის ყველაზე ადვილი დასაყენებელია.
წვდომის გასაღებების გაზიარება პირდაპირ Manager-იდან შეგიძლიათ. წვდომის გასაღების გაზიარების CTA-ზე დაწკაპუნება ზედაპირზე გამოიტანს მოსაწვევს წინასწარ შევსებული შეტყობინებით, რომელიც გაძლევთ მიმღების ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ გასაღები, ჩამოტვირთოთ კლიენტი და დაუკავშირდეთ თქვენს Outline სერვერს. წვდომის გასაღებისა და დაკავშირების ინსტრუქციის გასაგზავნად უნდა იცოდეთ მიმღების ელფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი.
ბევრი უფასო VPN-ით თქვენ არ იცით, ვის აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე. ბევრი უფასო VPN აზიარებს ან ყიდის თქვენს მონაცემებს ან თვალს ადევნებს თქვენს ონლაინ აქტივობას. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ მრავალი პოპულარული უფასო VPN წვდომას აძლევს უკანა კარიდან მთავრობებსა და სხვა მოთვალთვალეებს. ასევე, უფასო VPN-ების უმრავლესობა დაუცველია დაბლოკვისა და აღმოჩენის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ Outline არის ღია და უფასო გამოსაყენებელი, ჩვენი ბრენდი ეკუთვნის Jigsaw-ს და არ უნდა იქნას გამოყენებული ბოროტად. გთხოვთ, წაიკითხოთ და მიჰყვეთ მომხმარებლის ამ სახელმძღვანელოს, რათა თავიდან აიცილoთ პოტენციურად შეცდომაში შემყვანი პრეტენზიები ან არასწორად დახასიათდეს თქვენი ურთიერთობა Outline-თან ან Jigsaw-სთან და, ასევე, სწორად გამოიყენოთ ბრენდინგის დამტკიცებული ელემენტები.