წარმოგიდგენთ Outline SDK-ს – მოწინავე სტრატეგიებს ქსელზე მავნე ზემოქმედებისგან თავის დასაცავად შეიტყვეთ მეტი

თავისუფალ და ღია ინტერნეტზე წვდომა

Outline აადვილებს VPN სერვერის შექმნას წვდომის მინიჭებით თავისუფალ და ღია ინტერნეტზე ნებისმიერისთვის.

Outline-ის ჩამოტვირთვა

ინტერნეტ-ცენზურა სტაბილურად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

Outline-ით ყველას შეუძლია უფრო უსაფრთხოდ წვდომა თავისუფალ და ღია ინტერნეტზე საკუთარი VPN-ის გაშვებით. საკუთარი VPN სერვერის გაშვება Outline-იდან უფრო უსაფრთხოს ხდის ინტერნეტზე წვდომას და ამყარებს კავშირს, რომლის დაბლოკვაც ძნელია.

რატომ გამოვიყენოთ VPN?

VPN-ები სასარგებლოა თქვენი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დასაცავად და ღია ინტერნეტზე წვდომის შესანარჩუნებლად. VPN პროვაიდერების უმრავლესობასთან ყოველთვის არ იცით, ვინ მართავს VPN-ს და ვის აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე.

საკუთარი VPN სერვერის შექმნა რთული პროცესი იყო — დღემდე.

რატომ Outline?

Outline-ით ნებისმიერს შეუძლია შექმნას და გაუშვას საკუთარი VPN და გააზიაროს წვდომა მასზე. Outline შექმნილია, როგორც ბლოკირების მიმართ მდგრადი. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ თქვენი სერვერის დაყენება, მათ შორის, მისი მდებარეობა. Outline გამჭვირვალე ტექნოლოგიას იყენებს, მისი კოდი სრულიად ღიაა და ის აუდიტირებულია უსაფრთხოების ორი ფირმის მიერ იმისათვის, რომ იყოს თანამედროვე და დაცული.

დაბლოკვის მიმართ რეზისტენტული

Outline რეზისტენტულია დაბლოკვის ყველაზე დახვეწილი ფორმების მიმართ, როგორიცაა DNS-ის, კონტენტისა და IP-ს დაბლოკვა. მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ Outline მუშაობს მაშინაც კი, როდესაც სხვა პოპულარული VPN-ები დაბლოკილია ან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

სკალირება

ადვილად გააზიარეთ Outline-ის სერვერზე წვდომა პირდაპირ Outline-ის მმართველიდან. შექმენით უნიკალური წვდომის გასაღებები Manager-ის დესკტოპის აპლიკაციიდან და გაუზიარეთ თქვენს სანდო ქსელს ელფოსტით ან სოციალური მედიიდან. Outline-ით შეგიძლიათ ასობით მომხმარებლის მხარდაჭერა მათთვის წვდომის მინიჭებით თქვენს სერვერზე, ან, უბრალოდ, გაუზიარეთ წვდომა თქვენს ახლო კონტაქტებს.

მართვა

Outline გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ საკუთარი სერვერი, რითაც შეგიძლიათ მართოთ ინტერნეტზე წვდომის თქვენი მეთოდები. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, სად მდებარეობდეს თქვენი სერვერი და ვინ იქონიოს მასზე წვდომა. Outline Manager გაძლევთ საშუალებას, დააყენოთ მონაცემთა ლიმიტები თითოეული მომხმარებლისთვის, რომელსაც წვდომა აქვს თქვენს სერვერზე კლიენტის აპიდან.

ორი პროდუქტი, რომელიც ერთობლივად მუშაობს

Outline შედგება ორი პროდუქტისგან და ორივე მათგანი შემუშავებულია ჩვენი მოწინავე, საბაზისო ტექნოლოგიით Outline SDK-ს საშუალებით.

Outline Manager საკუთარი VPN სერვერის შექმნას გიადვილებთ. დააყენეთ საკუთარი სერვერი და გააზიარეთ წვდომის გასაღებები პირდაპირ დესკტოპის აპლიკაციიდან. Outline Manager ხელმისაწვდომია ყველა დესკტოპის სისტემაში.

outline manager-ის ჩამოტვირთვა

Outline-ის კლიენტი მარტივი, ადვილად გამოსაყენებელი აპია, რომლითაც შეგიძლიათ ქსელში ნებისმიერს გაუზიაროთ წვდომა თქვენს VPN-ზე. ჩამოტვირთეთ აპი მობილურზე ან დესკტოპზე თქვენი ყველა მოწყობილობის დასაცავად. დაუკავშირდით თქვენს სერვერს Outline Manager-ის მიერ გენერირებული თქვენი უნიკალური წვდომის გასაღების გამოყენებით.

outline client-ის ჩამოტვირთვა

გაეცანით პლატფორმათაშორის ბიბლიოთეკას და ინსტრუმენტთა ნაკრებს, რომელშიც გამოყენებულია Outline-ის მოწინავე ქსელური სტრატეგიები თქვენი აპების და VPN
საშუალებების ქსელის დონეზე მავნე ჩარევისგან დასაცავად.

დაწყება

ინტერნეტი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

Outline-ს აქვს ღია კოდი და მას აუდიტორული მომსახურება ჩაუტარა Radically Open Security-მ (2018, 2022) და Cure53-მა (2018, 2024).

ვებსაიტი getoutline.me და ასოცირებული Telegram არხი „@OutlineVpnOfficial“ არ არის აფილირებული Outline-ის გუნდთან, ამიტომ ვერ ვეხმარებით მომხმარებლებს ამ სერვისების წვდომის გასაღებებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას.